- ხასიდიზმი
- (ებრ. ღვთისმოსავი) იუდაიზმის მიმდინარეობა. მისი ძირითადი მიზანი იყო და არის იუდეური ღვთისმსახურების რეფორმა, რიტუალების რიცხვის შემცირება. სამაგიეროდ - ყურადღების გადატანა თითოეული პიროვნების როლსა და ადგილზე სამყაროში, სულიერსა და ზნეობრივ სრულყოფაზე. ხასიდიზმის მამათმთავრად ითვლება მოხეტიალე მკურნალი ისრაელ ბენ ელიეზერი ანუ ბეშტი (1700-1760).Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
Georgian encyclopedia. 2013.